18.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 25, 2026
spot_img
მთავარიპოლიტიკადონალდ ტრამპი: ზელენსკის მხოლოდ ერთი რამ აქვს - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: ზელენსკის მხოლოდ ერთი რამ აქვს – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს „კარტები არ აქვს“ და „თავიდანვე არ ჰქონია“. მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ვოლოდიმირ ზელენსკის ახლა აქვს, თავად დონალდ ტრამპია.

„ეს სიმართლეა. მას არ აქვს კარტები. არც ჰქონია – პირველივე დღიდან. არც ახლა აქვს. მას მხოლოდ ერთი რამ აქვს – დონალდ ტრამპი. თუ მას დონალდ ტრამპი არ ეყოლება, ეს სრული კატასტროფა იქნება და მან ეს იცის, ეს ევროპელმა ლიდერებმა იციან და ყველამ იცის“, – განაცხადა ტრამპმა.

როდესაც მას სამშვიდობო შეთანხმებაზე დაუსვეს კითხვა, პრეზიდენტმა განმარტა, რომ რაიმე განსაზღვრული თარიღები არ არსებობს.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. განსაზღვრული ვადები არ მაქვს. ეს ყველაფერი შესაძლოა მესამე მსოფლიო ომში გადაზრდილიყო. ყველაფერი ძალიან ცუდად, ძალიან ცუდად წარიმართა. ასეთი რამ აღარ განმეორდება“, – დასძინა ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა როგორც ზელენსკის, ასევე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც უნდა.

სხვა სიახლეები
- რეკლამა -spot_img

პოპულარული