რეგიონები

რეგიონები
რეგიონები

ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

არემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ამ მონაკვეთზე აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოებაც. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება წმენდის სამუშაოები და უმოკლეს ვადებში აღდგება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. რაც შეეხება

Read More
რეგიონები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

Read More
რეგიონები

ვარლამ წიკლაური ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად ზამთრის ბანაკს ესტუმრა და ახალციხელ მონაწილეებს შეხვდა, – ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სხვადასხვა აქტივობებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს და წარმატებები უსურვეს. „შეხვედრას ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და ბანაკის ორგანიზატორი გოდერძი ჭოლაძე ესწრებოდნენ.

Read More