რევაზ სოხაძემ ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმდინარეობასა და პროექტთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური-კობის მონაკვეთები ზამთრის პერიოდში ხშირად იკეტება ზვავსაშიშროების გამო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებს. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ზაფხულში გაიხსნება გუდაურამდე